მართვის მოწმობის შეცვლა:

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

  • მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშისეროვნული მართვის მოწმობის გაცემა;
  • მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა;
  • მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება);
  • მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ანუზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახულისარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნასშემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  შესაცვლელი მართვის მოწმობა;
  •  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ქვითრის საფასურია 15 ლარი).

შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში.

დაკარგულის აღდგენა:

  • დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად მფლობელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
  • განცხადება დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე (ივსება ადგილზე);
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ქვითრის საფასურია 35 ლარი).

 შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ იმავე დღეს, რამდენიმე წუთში.