3.16. მინიმალური დისტანციის შეზღუდვა
3.16. მინიმალური დისტანციის შეზღუდვა

კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.

3.17.1. საბაჟო გამშვები პუნქტი
3.17.1. საბაჟო გამშვები პუნქტი

კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.

3.17.2. საფრთხე
3.17.2. საფრთხე

კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.

3.17.3. კონტროლი
3.17.3. კონტროლი

კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას.

3.18.1. მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია
3.18.1. მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია

კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი.

3.18.2. მარცხნივ მოხვევა აკრძალულია
3.18.2. მარცხნივ მოხვევა აკრძალულია

კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი.

3.19. მობრუნება აკრძალულია
3.19. მობრუნება აკრძალულია

სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

3.20. გასწრება აკრძალულია
3.20. გასწრება აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან­სპორ­ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.

3.21. გასწრების აკრძალვის დასასრული
3.21. გასწრების აკრძალვის დასასრული

3.20 საგზაო ნიშნის ( გასწრება აკრძალულია ) მოქმედების ზონის დასასრული.

3.22. სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია
3.22. სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია

კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.

3.23. სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული
3.23. სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული

3.22 საგზაო ნიშნის ( სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია ) მოქმედების ზონის დასასრული.

3.24. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა
3.24. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა

კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დადგმული 3.24 ნიშნის მოქმედება ვრცელდება შესაბამისად დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელ 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებამდე.

3.25. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული
3.25. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული

3.24 ნიშნის ( მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა ) მოქმედების ზონის დასასრული.

3.26. ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია
3.26. ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია

კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.

3.27. გაჩერება აკრძალულია
3.27. გაჩერება აკრძალულია

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.