3.28. დგომა აკრძალულია
3.28. დგომა აკრძალულია

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საფოსტო ავტომობილზე, რომელსაც ძარაზე აქვს თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.

3.29. დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში
3.29. დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საფოსტო ავტომობილზე, რომელსაც ძარაზე აქვს თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.

3.30. დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში
3.30. დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საფოსტო ავტომობილზე, რომელსაც ძარაზე აქვს თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.

3.31. ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული
3.31. ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული

3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმე­დების ზონის დასასრული.

3.32. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია
3.32. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშანი იდგმება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებებით ისეთ გზაზე ან რაიონში შესვლის აკრძალვისათვის, სადაც ისინი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს.

3.33. ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია
3.33. ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც,საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით სახიფათო ტვირთი. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშანი იდგმება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებებით ისეთ გზაზე ან რაიონში შესვლის აკრძალვისათვის, სადაც ისინი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს.