5.1. ავტომაგისტრალი
5.1. ავტომაგისტრალი

ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა­გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით.

5.2. ავტომაგისტრალის დასასრული
5.2. ავტომაგისტრალის დასასრული

მიუთითებს 5.1 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე.

5.3. საავტომობილო გზა
5.3. საავტომობილო გზა

გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

5.4. საავტომობილო გზის დასასრული
5.4. საავტომობილო გზის დასასრული

მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

5.5. ცალმხრივმოძრაობიანი გზა
5.5. ცალმხრივმოძრაობიანი გზა

გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით მოძრაობს.

5.6. ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული
5.6. ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული

მიუთითებს 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.

5.7.1. ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა
5.7.1. ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა

მიუთითებს ცალმხრივ­მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

5.7.2. ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა

5.8. რევერსული მოძრაობა
5.8. რევერსული მოძრაობა

გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.

5.9. რევერსული მოძრაობის დასასრული
5.9. რევერსული მოძრაობის დასასრული

მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.

5.10. გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა
5.10. გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა

მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას.ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

5.11. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა
5.11. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა

გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.

5.12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული
5.12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული

მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

5.13.1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლისმქონე გზაზე გასვლა
5.13.1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლისმქონე გზაზე გასვლა

მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას.ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

5.13.2. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლისმქონე გზაზე გასვლა