5.29. რეგულირებადი სადგომი ზონა
5.29. რეგულირებადი სადგომი ზონა

აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.

5.30. რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული
5.30. რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული

მიუთითებს 5.29 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.

5.31. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა
5.31. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა

აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.

5.32. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული
5.32. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

მიუთითებს 5.31 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.

5.33. ქვეითთა ზონა
5.33. ქვეითთა ზონა

ტერიტორია, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.

5.34. ქვეითთა ზონის დასასრული
5.34. ქვეითთა ზონის დასასრული

მიუთითებს 5.33 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს. ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.

5.35. საავადმყოფო
5.35. საავადმყოფო

მიუთითებს გზასთან ახლოს სამედიცინო დაწესებულების არსებობის თაობაზე.ნიშანთან გავლისას მძღოლიშეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს ზედმეტ ხმაურს.

5.36. შერწყმის ადგილი
5.36. შერწყმის ადგილი

ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლის) შერწყმის ადგილი.