8.8. ფასიანი მომსახურება
8.8. ფასიანი მომსახურება

მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე მომსახურება ფასიანია.

8.9. დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა
8.9. დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა

მიუთითებს, რომ7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეზღუდულია.

8.10. ავტომობილის დათვალიერების ადგილი
8.10. ავტომობილის დათვალიერების ადგილი

მიუთითებს, რომ 7.4 ან 6.10 ნიშნით აღნიშნულ მოედანზე არის ესტაკადა ან დასათვალიერებელი თხრილი (ორმო).

8.11. ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა
8.11. ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა­ტება დაფაზე მითითებულს.

8.12. სახიფათო გზისპირი
8.12. სახიფათო გზისპირი

მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. დაფა გამოიყენება 1.26 ნიშანთან ერთად.

8.13. მთავარი გზის მიმართულება
8.13. მთავარი გზის მიმართულება

მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. დაფა იდგმება 2.1, 2.3 და 2.4 ნიშნებთან ერთად, როცა გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას.

8.14. მოძრაობის ზოლი
8.14. მოძრაობის ზოლი

მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ.

8.15. უსინათლო ქვეითები
8.15. უსინათლო ქვეითები

მიუთითებს, რომ ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობს უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული პირი. დაფა გამოიყენება 1.23, 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად.

8.16. სველი საფარი
8.16. სველი საფარი

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. დაფა გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.

8.17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
8.17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნის მოქმედება ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელ­ზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი .

8.18. გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა
8.18. გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი .

8.19. სახიფათო ტვირთის კლასი
8.19. სახიფათო ტვირთის კლასი

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც გადააქვს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტითგანსაზღვრული, დაფაზე მითითებული სახიფათო კლასის ტვირთი. დაფა გამოიყენება 3.32, 3.33 და 4.8.1−4.8.3 ნიშნებთან ერთად.

8.20.1.-8.20.2. სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი
8.20.1.-8.20.2. სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი

მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობას, რომლებზედაც თითოეულისათვის 3.12 ნიშანზე აღნიშნული მასა დასაშვები ნორმაა.

8.21.1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა
8.21.1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ სადგომ მოედანს.დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.

8.21.2. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა
8.21.2. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ავტობუსისან/და ტროლეიბუსის სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.

8.21.3. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა
8.21.3. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა

მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ტრამვაის სადგომ მოედანს.დაფაგამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად.

8.22.1.-8.22.3. წინააღმდეგობა
8.22.1.-8.22.3. წინააღმდეგობა

გამოიყენება 4.2.1, 4.2.2 და 4.2.3 ნიშნებთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის.

მონიშვნა 1.1.
მონიშვნა 1.1.

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს ტრანსპორტის დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა ტრანსპორტის გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

მონიშვნა 1.2.
მონიშვნა 1.2.

მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2 ხაზის გადაკვეთა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

მონიშვნა 1.3.
მონიშვნა 1.3.

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს.1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.