6.13. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი
6.13. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტის ნიშანი.

6.14. საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა
6.14. საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა

საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონის ნიშანი.

6.15. საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა
6.15. საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა

საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის ნიშანი.

6.16. საცურაო აუზი ან პლაჟი
6.16. საცურაო აუზი ან პლაჟი

საცურაო აუზის ან პლაჟის ნიშანი.

6.17. საპირფარეშო
6.17. საპირფარეშო

საპირფარეშოს ნიშანი.

7.1. მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები
7.1. მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები

იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.

7.2. რეკომენდებული სიჩქარე
7.2. რეკომენდებული სიჩქარე

მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად −სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

7.3.1. მობრუნების ადგილი
7.3.1. მობრუნების ადგილი

მიუთითებს მობრუნების ადგილს. ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.

7.3.2. მობრუნების ზონა
7.3.2. მობრუნების ზონა

მიუთითებს მობრუნების ზონის სიგრძეს. ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.

7.4. დგომის ადგილი
7.4. დგომის ადგილი

ადგილი, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება, ხოლო მისი არარსებობისას ნიშნის მოქმედებავრცელდებაუახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება 8.2.1 დაფით.

7.5. საავარიო გაჩერების ზოლი
7.5. საავარიო გაჩერების ზოლი

მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე. ნიშანი იდგმება საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ.

7.6. ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი
7.6. ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი

ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი. ნიშანი იდგმება ქვეითთა გადასასვლელის ყველა ჩასასვლელთან და გადასასვლელთან.

7.7. ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი
7.7. ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი

ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი. ნიშანი იდგმება ქვეითთა გადასასვლელის ყველა ჩასასვლელთან და გადასასვლელთან.

7.8.1. ჩიხი
7.8.1. ჩიხი

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში.

7.8.2. ჩიხი
7.8.2. ჩიხი

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

7.8.3. ჩიხი
7.8.3. ჩიხი

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

7.9.3. მოძრაობის სქემა
7.9.3. მოძრაობის სქემა

მიუთითებს მოძრაობის სქემას გზაჯვარედინზე ცალკეული მანევრების აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადარ­თულ მიმართულებებს. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.

7.9.1. მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი
7.9.1. მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული. ნიშნებზე აგრეთვე აღიბეჭდება 7.14.1 ნიშნის გამოსახულება, მიეთითება ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. ნიშანზე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებებიც, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე. ნიშნის ქვემოთანაწილში მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

7.9.2. მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი
7.9.2. მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული. ნიშნებზე აგრეთვე აღიბეჭდება 7.14.1 ნიშნის გამოსახულება, მიეთითება ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

7.10.2. მიმართულების მაჩვენებელი
7.10.2. მიმართულების მაჩვენებელი

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.