1.25. ველობილიკის გადაკვეთა
1.25. ველობილიკის გადაკვეთა

იძლევა გაფრთხილებას 4.4 ნიშნით აღნიშნული ველობილიკის სავალი ნაწილის გადაკვეთის ადგილთან მიახლოების თაობაზე. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.26. საგზაო სამუშაოები
1.26. საგზაო სამუშაოები

გზის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები მიმდინარეობს. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. ნიშანი მეორდება დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში, სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10−15 მეტრ მანძილზე, 8.1.1 დაფის გარეშე.

1.27. პირუტყვის გადარეკვა
1.27. პირუტყვის გადარეკვა

გზის მონაკვეთი, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმასთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მისი სავალ ნაწილზე გამოჩენა. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.28. გარეული ცხოველები
1.28. გარეული ცხოველები

ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალი გზის მონაკვეთიან სხვა უბანი, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.29. ქვის ცვენა
1.29. ქვის ცვენა

გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყრისაგან ანქვის ცვენისაგან. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.30. გვერდითი ქარი
1.30. გვერდითი ქარი

გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება ძლიერი გვერდითი ქარი ამოვარდეს. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.31. დაბლამფრენი თვითმფრინავი
1.31. დაბლამფრენი თვითმფრინავი

აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.32. გვირაბი
1.32. გვირაბი

გვირაბი, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა ადგილის რელიეფის გამო 150 მეტრზე ნაკლებია. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.33. ხერგილი
1.33. ხერგილი

გზის მონაკვეთი, რომელიც დროებით ჩახერგილია. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.34. სხვა საფრთხეები
1.34. სხვა საფრთხეები

გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

1.35.1.-1.35.6. მოხვევის მიმართულება
1.35.1.-1.35.6. მოხვევის მიმართულება

მიუთითებს შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირე რადიუსიან გზის მრუდეზე მოძრაობის მიმართულებას (1.35.1−1.35.3 − მარჯვნივ, 1.35.4−1.35.6 − მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.

1.36.1.-1.36.2. მოხვევის მიმართულება
1.36.1.-1.36.2. მოხვევის მიმართულება

მიუთითებს „T“-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ)ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.

2.1. მთავარი გზა
2.1. მთავარი გზა

გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

2.2. მთავარი გზის დასასრული
2.2. მთავარი გზის დასასრული

გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.

2.3. დაუთმე გზა
2.3. დაუთმე გზა

გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა­სა­კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.