მიუთითებს 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.
მიუთითებს ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.
მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.
მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას.ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.
გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.
მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.
მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას.ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.
მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. ნიშნების მოქმე¬დება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. ნიშნების მოქმე¬დება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
მიუთითებს აღმართზე ან განშტოებასა და გადაკვეთაზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.15.3 ნიშანზე გამოსახულია 4.6 ნიშანი ( მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა ), სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, დამატებით ზოლზე გადაადგილდება.
მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.