3.1. შესვლა აკრძალულია
3.1. შესვლა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის სატრან­სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

3.2. მოძრაობა აკრძალულია
3.2. მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის სატრან­სპორტო საშუალებით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.

3.3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია
3.3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.

3.4. სატვირთომოძრაობა აკრძალულია
3.4. სატვირთომოძრაობა აკრძალულია

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

3.5. მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია
3.5. მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

3.6. ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია
3.6. ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

3.7. მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია
3.7. მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

3.8. საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია
3.8. საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

კრძა­ლავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

3.9. ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია
3.9. ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია.

3.10. ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია
3.10. ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.

3.11. მასის შეზღუდვა
3.11. მასის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებითდა სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.12. ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა
3.12. ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.13. სიმაღლის შეზღუდვა
3.13. სიმაღლის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.14. სიგანის შეზღუდვა
3.14. სიგანის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუა­ლებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

3.15. სიგრძის შეზღუდვა
3.15. სიგრძის შეზღუდვა

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებითდა სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრა­ობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.