5.14. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი
5.14. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

5.15.1. ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები
5.15.1. ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები

მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. ნიშნების მოქმე¬დება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

5.15.2. ზოლზე მოძრაობის მიმართულებები
5.15.2. ზოლზე მოძრაობის მიმართულებები

მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. ნიშნების მოქმე¬დება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

5.15.3. ზოლის დასაწყისი
5.15.3. ზოლის დასაწყისი

მიუთითებს აღმართზე ან განშტოებასა და გადაკვეთაზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.15.3 ნიშანზე გამოსახულია 4.6 ნიშანი ( მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა ), სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, დამატებით ზოლზე გადაადგილდება.

5.15.4. ზოლის დასაწყისი
5.15.4. ზოლის დასაწყისი

მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონა­კვე­­თის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.

5.15.5. ზოლის დასასრული
5.15.5. ზოლის დასასრული

მიუთითებს აღმართზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასასრულს.

5.15.6. ზოლის დასასრული
5.15.6. ზოლის დასასრული

მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონა­კვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართუ­ლებით მოძრაობისათვის.

5.15.7. ზოლებზე მოძრაობის მიმართულება
5.15.7. ზოლებზე მოძრაობის მიმართულება

მიუთითებს ზოლების რაოდენობას და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.15.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძა­ლავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, შესაბამის ზოლზე ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძა­ლულია.

5.15.8. ზოლების რაოდენობა
5.15.8. ზოლების რაოდენობა

მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე.

5.16. ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი
5.16. ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი

აღნიშნავს ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.

5.17. ტრამვაის გაჩერების ადგილი
5.17. ტრამვაის გაჩერების ადგილი

აღნიშნავს ტრამვაის გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.

5.18. მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი
5.18. მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი

აღნიშნავს მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.

5.19.1. ქვეითთა გადასასვლელი
5.19.1. ქვეითთა გადასასვლელი

გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან.

5.19.2. ქვეითთა გადასასვლელი
5.19.2. ქვეითთა გადასასვლელი

გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. ნიშანი იდგმება გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი იდგმება გადასასვლელის შორ საზღვართან.

5.20. ხელოვნური უსწორმასწორობა
5.20. ხელოვნური უსწორმასწორობა

მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.