7.14.2. მარშრუტის ნომერი
7.14.2. მარშრუტის ნომერი

მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას.

7.15.1.-7.15.3. სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება
7.15.1.-7.15.3. სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება

მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100−150 მეტრ მანძილზე.

7.16. სდექ ხაზი
7.16. სდექ ხაზი

მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს რეგულირებულ გზაჯვარედინსა და არარეგულირებულ რკინიგზის გადასასვლელზე;

7.18.1.-7.18.3. შემოვლის მიმართულება
7.18.1.-7.18.3. შემოვლის მიმართულება

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. ნიშნები იდგმება შემოვლის მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.

7.17. შემოვლის სქემა
7.17. შემოვლის სქემა

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის სქემას. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინიდან, სადაც იწყება შემოვლის მარშრუტი,150−300 მეტრ მანძილზე,დასახლებულ პუნქტში − 50−100 მეტრ მანძილზე.

7.19.1. სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი
7.19.1. სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი

მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვე­თის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.

7.19.2. სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი