"A", "B", "BE", "T", "S", "A1" და "B1" კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო "C", "CE", "D", "DE", "C1", "C1E", "D1", "D1E"  და ტრავმაიას კატეგორიებისთვის - 5 წლით. საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 3 წლით.

მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.