• "A" კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება);
  • "B" კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
  • "C" კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
  • "D" კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
  • "BE" კატეგორიაზე  - 18 წლის ასაკიდან;
  • "CE" კატეგორიაზე -  21 წლის ასაკიდან;
  • "DE" კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
  • "T" კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
  • "S" კატეგორიაზე   - 18 წლის ასაკიდან;
  • "ტრამვაი" -ს კატეგორიაზე -  21 წლის ასაკიდან;
  • "A1" კატეგორიაზე  - 17 წლის ასაკიდან;
  • "B1” კატეგორიაზე - 16 წლის ასაკიდან;
  • "C1" კატეგორიაზე-18 წლის ასაკიდან;
  • "D1" კატეგორიაზე- 21 წლის ასაკიდან;
  • "C1E" კატეგორიაზე -  18წლის ასაკიდან;
  • "D1E" კატეგორიაზე - 21წლის ასაკიდან.

შენიშვნა: პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:

  • მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;
  • შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა.