თეორიული გამოცდის I კატეგორია

I კატეგორიას აბარებენ „A“, „B“, „BE“ ან ტრამვაის კატეგორიის ან „A1“ ან „B1“, ქვეკატეგორიის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად.

I კატეგორიის თეორიული გამოცდის ტესტი 30-კითხვიანია. გამოცდა მიმდინარეობს 30 წუთის განმავლობაში და ჩაბარებულად ჩაითვლება მინიმუმ 27 სწორი პასუხის შემთხვევაში.

I კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს:

ა) საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები;

ბ) მძღოლის ზოგადი მოვალეობები;

გ) ქვეითის მოვალეობანი;

დ) მგზავრის მოვალეობანი;

ე) შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალები, სპეციალური სიგნალების გამოყენება;

ვ) საავარიო შუქური სიგნალიზაცია;

ზ) მოძრაობის დაწყება, მანევრირება;

თ) სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება სავალ ნაწილზე;

ი) მოძრაობის სიჩქარე;

კ) გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა;

ლ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა;

მ) გზაჯვარედინის გავლა;

ნ) მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგებზე;

ო) მოძრაობა ავტომაგისტრალზე;

პ) მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში;

ჟ) გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა;

რ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება;

ს) მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ;

ტ) საგზაო ნიშნები და მონიშვნები, საცნობი ნიშნები;

უ) საერთაშორისო მოძრაობა;

ფ) ქვეითთა გადასასვლელები და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებები;

ქ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდები და დაზარალებულის ტრანსპორტირების პირობები;

ღ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის მოქმედები;

ყ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა წესები.

 

თეორიული გამოცდის II კატეგორია

თეორიული გამოცდის II კატეგორიას აბარებენ „C“, „CE“, „D“, „DE“ კატეგორიის ან „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად მომზადებული კანდიდატები.

 

II კატეგორიის თეორიული გამოცდის ტესტი 20-კითხვიანია. გამოცდა მიმდინარეობს 20 წუთის განმავლობაში და ჩაბარებულად ჩაითვლება მინიმუმ 18 სწორი პასუხის შემთხვევაში.

 

II კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა და ავტომობილის სხვადასხვა პირობებში მართვა;

ბ) მგზავრთა გადაყვანა;

გ) ტვირთის გადაზიდვა;

დ) მძღოლის მუშაობისა და დასვენების რეჟიმი;

ე) ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა;

ვ) ხალხის საერთაშორისო გადაყვანა

ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტი;

თ) საშიში ტვირთების კლასიფიკაცია და იდენტიფიკაცია;

ი) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

კ) საშიში ტვირთის გადატანა;

ლ) ბავშვების გადაყვანა;

მ) ავტომობილზე დასაყენებელი ამოსაცნობი ნიშნები;

ნ) სატვირთო ავტომობილის, ავტობუსისა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის გზაზე მოძრაობისათვის დადგენილი სხვა წესები.

გარდა აღნიშნული საკითხებისა II კატეგორიის თეორიული გამოცდა აგრეთვე ნაწილობრივ მოიცავს I კატეგორიის თეორიული გამოცდისათვის განკუთვნილ საკითხებსაც.

 

თეორიული გამოცდის III კატეგორია

 

თეორიული გამოცდის III კატეგორიას აბარებენ ისინი, ვისაც სურს „T“ და “S” კატეგორიის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მიღება.

 

III კატეგორიის თეორიული გამოცდის ტესტი 30-კითხვიანია. გამოცდა მიმდინარეობს 30 წუთის განმავლობაში და ჩაბარებულად ჩაითვლება მინიმუმ 27 სწორი პასუხის შემთხვევაში.

 

III კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს:

 

ა) გზაზე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების წესები;

ბ) სასოფლო-სამეურნეო მანქანების ზოგადი დახასიათება;

გ) უსაფრთხოების პირობები სასოფლო-სამეურნეო სამუშაობის შესრულებისას;

დ) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანების ზოგადი დახასიათება;

ე) უსაფრთხოების პირობები საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, III კატეგორიის თეორიული გამოცდა აგრეთვე მოიცავს I კატეგორიის თეორიული გამოცდისათვის განკუთვნილ საკითხებს.

 

თეორიული გამოცდის IV კატეგორია

 

IV კატეგორიის თეორიული გამოცდა სავალდებულოა ჩააბაროს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არ მქონე მძღოლობის კანდიდატმა - სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც სურს „C1“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მოპოვება.

 

IV კატეგორიის თეორიული გამოცდის ტესტი 30-კითხვიანია. გამოცდა მიმდინარეობს 30 წუთის განმავლობაში და ჩაბარებულად ჩაითვლება მინიმუმ 27 სწორი პასუხის შემთხვევაში.

 

IV კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს I და II კატეგორიების თეორიული გამოცდების საკითხებს.