4.2.1. დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან
4.2.1. დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან

მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.

4.2.2. დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან
4.2.2. დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან

მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

4.2.3. დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან
4.2.3. დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან

მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

4.3. წრიული მოძრაობა
4.3. წრიული მოძრაობა

რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.

4.4. ველობილიკი
4.4. ველობილიკი

ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილიბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. 4.4 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ველობილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

4.5. ქვეითთა ბილიკი
4.5. ქვეითთა ბილიკი

ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. 4.5 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

4.6. მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა
4.6. მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა

ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

4.7. მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული
4.7. მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

4.6 ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული.

4.9.1.-4.9.3. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება
4.9.1.-4.9.3. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება

მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით სახიფათო ტვირთი.

4.8. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია
4.8. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია

გზის მონაკვეთი, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული.

5.1. ავტომაგისტრალი
5.1. ავტომაგისტრალი

ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა­გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით.

5.2. ავტომაგისტრალის დასასრული
5.2. ავტომაგისტრალის დასასრული

მიუთითებს 5.1 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე.

5.3. საავტომობილო გზა
5.3. საავტომობილო გზა

გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

5.4. საავტომობილო გზის დასასრული
5.4. საავტომობილო გზის დასასრული

მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

5.5. ცალმხრივმოძრაობიანი გზა
5.5. ცალმხრივმოძრაობიანი გზა

გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით მოძრაობს.