მიუთითებს აღმართზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასასრულს.
მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონაკვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.
მიუთითებს ზოლების რაოდენობას და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.15.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძალავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, შესაბამის ზოლზე ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია.
მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე.
აღნიშნავს ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.
აღნიშნავს ტრამვაის გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.
აღნიშნავს მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.
გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან.
გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. ნიშანი იდგმება გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი იდგმება გადასასვლელის შორ საზღვართან.
მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.
ტერიტორია (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.
მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში.
მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.). ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში.
მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა გამოსასვლელში, განაშენიანების ფაქტობრივ საზღვარზე.